წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია-ურთიერთბრალდებები

08 ივნისი 2018, 00:00 1675 ნახვა

''ერთიანი  ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის მთავრობას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. პარტიაში ამტკიცებენ, რომ 4 წლის მანძილზე 5 მუნიციპალიტეტში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე ამბობს,  რომ საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილი გაიფლანგა. მისი მტკიცებით, მუნიციპალიტეტის მერების ჩარევით საეჭვო შესყიდვები ხორციელდება და არ კონტროლდება სამუშაოების შესრულების ხარისხი.

აბულაძის თქმით,  ხშირ შემთხვევაში დაუსრულებელ პროექტებს იბარებენ.  ოპოზიცია პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს მიმართავს, აღნიშნული ღონისძიებებისთვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და საქმეები დაუყოვნებლივ შეისწავლონ.  გია აბულაძის თქმით, აჭარის მთავრობაში უნდა შეიქმნას კომისია რომელიც ხარჯების მიზნობრიობას შეისწავლის. აჭარის მთავრობაში ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ. ამბობენ, რომ სამუშაოებზე მონიტორიგნს შესაბამის სამსახურები ახორციელებენ. დარღვევების შემთხვევაში  კი  მათზე სანქციებიც წესდება.  

ამავე კატეგორიაში