მეოთხე გარდაცვლილი იპოვეს - სამძებრო სამუშაოები კირნათში დასრულებულია

08 ივნისი 2018, 00:00 13303 ნახვა

ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები  კირნათში უკვე დასრულებულია. მაშველებმა მეოთხე დაკარგული ადამიანიც იპოვეს, ისიც გარდაცვლილია. 

პირველადი მონაცემებით, წყალში ჩავარდნილი 6 ადამიანიდან, 4 გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის სამი ტურისტია, ხოლო ერთი ადგილობრივი მცხოვრები. 

"უბედურება მოხდა ნამდვილად, ვუსამძიმრებ ყველას. 4 ადამიანია დაღუპული, 4-ვე ნაპოვნია ამ დროისთვის. სამი უცხოელი ტურისტია, სავარაუდოდ სლავები, ერთი ჩვენი თანამოქალაქეა, ძალიან ვწუხვარ" - განაცხადა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მისი ინფორმაციით, ადგილზე 112 ყველა ბრიგადა იყო სამძებრო სამუშაოებში ჩართული  და მოკლე ვადებში, ძალიან რთულ პირობებში, მეოთხე გარდაცვლილიც იპოვეს. 

"როგორც გვაქვს ინფორმაცია, ტურისტები მარადიდის მიდამოებიდან დაეშვნენ და მაჭახლისა და ჭოროხის შესართავთან გადატრიალდა ნავი" - გვითხრა მერმა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში