პრეზიდენტი თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას ეთანხმება

08 ივნისი 2018, 00:00 2530 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებმაც თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს.

"ჩემი პასუხი არის თანხმობა საზოგადოების იმ პათოსთან, რომელსაც გააჩნია აბსოლუტურად მყარი ლოგიკა" ამბობს პრეზიდენტი, მისი განმარტებით ​სფეროში, სადაც წულუკიანი იღებს გადაწყვეტილებებს ბევრი შეცდომა დაუშვეს, რამაც გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და სწორია, როცა მინისტრს სთხოვენ პასუხს. . 

"​ითქვა, რომ მისი გადადგომის მოთხოვნა არალოგიკურიაო, მე ვფიქრობ, რომ პრობლემები, რომელიც ამ სფეროში არის, ამაც გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება. ეს არ ეხება მხოლოდ ზაზა სარალიძის საქმეს, კიდევ ბევრი ამბებია რამაც საზოგადოებაში ეს განცდა გამოიწვია და სწორია მოითხოვო ამაზე პასუხი" თქვა მარგველაშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში.

პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორის გადაწყვეტილებაც მოიწონა.

​"გამიხარდა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააყენეს პირობა, რა შემთხვევაში მიიღებდნენ მონაწილეობას პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესში, რადგან ჩვენ გვახსოვს და არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ისინი ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. 

ძალიან კარგია, რომ თამასა ასწიეს და ისე ესაუბრებიან მთავრობას, თქვეს რომ არ დასხდებოდნენ იმ ადამიანთან ერთად სათათბიროდ, ვინც ამდენი შეცდომა დაუშვა ამ სფეროში. ასე საუბარი ხელისუფლებასთან სწორია, რამდენად იქნება შედეგიანი ვნახავთ" - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

მარგველაშვილმა ასევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნაზე ისაუბრა. თქვა, რომ ფიქრობს სოფლის მეურნეობის მინისტრი არ უნდა გადადგეს ამ ამბების გამო. "არ ვფიქრობ, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, არც პრემიერი" - განაცხადა მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში. 

ამავე კატეგორიაში