ჯომარდობისას დაღუპულის ოჯახი ტრაგედიის სავარაუდო მიზეზებზე

09 ივნისი 2018, 00:00 1633 ნახვა

116-ე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება მდინარე ჭოროხზე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზებზე გარდაცვლილი  მამუკა დიდმანიძის ახლობლები საუბრობენ.  როგორც ვარაუდობენ, მშენებარე ჰესის გასასვლელი ჩაიკეტა, რამაც  ნავის ამოყირავება  გამოიწვია.

გარდაცვლილის  ნათესავები ამტკიცებენ , რომ ჯომარდობისას ნავში მყოფებს სამაშველო დამცავი ჟილეტები ეცვათ და ამასთანავე ეხურათ ჩაფხუტებიც. მათი მტკიცებით 43 წლის მამუკა დიდმანიძეს ჯომარდობის რამდენიმეწლიანი  გამოცდილება აქვს და ის ადიდებულ მდინარეშიც კი შეძლებდა თავის გართმევას. მათი ინფორმაციით  ,, რაფტინგი აჭარა’’- სამი წელი ემსახურება ტურისტებს.  უბედური შემთხვევა, რომელმაც 4 ადამიანის: 3  უცხოელისა და ერთი ადგილობრივის სიცოცხლე იმსხვერპლა  ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათში მოხდა.    

ამავე კატეგორიაში