რეგულაციები ემიგრანტებისთვის - ეროვნული ბანკის განმარტება

09 ივნისი 2018, 00:00 1611 ნახვა

ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ეროვნული ბანკმა განმარტება გააკეთა. როგორც აღნიშნულია ფულადი გზავნილებით მიღებულ შემოსავლების მქონე პირებზე სესხების გაცემას კომერციული ბანკები აქამდე არსებული პრაქტიკით აგრძელებენ.

კომერციულ ბანკებს სესხების მოცულობა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ის ოდენობით შეეზღუდათ, აღნიშნული კუთხით არავითარი დამატებითი შეზღუდვები არ დაწესებულა, ვინაიდან, გზავნილებიც, როგორც შემოსავლების სხვა სახეები, ითვლებოდა და ასევე ჩაითვლება დადასტურებული შემოსავლების წყაროდ. რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დებულების სამუშაო ვარიანტი ჯერ მხოლოდ სამსჯელოდ გამოუტანეს.

ამავე კატეგორიაში