პროკურატურა კომისიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

09 ივნისი 2018, 00:00 1372 ნახვა

მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მიეცა თანხმობა, კანონით დადგენილი წესით, სრული მოცულობით გაეცნოს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს, – ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

უწყების ცნობით, პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან.

ამავე კატეგორიაში