ინფრასტრუქტურული სამუშაოები დამეწყრილ გზაზე

10 ივნისი 2018, 00:00 1557 ნახვა

სტიქიის შედეგად დამეწყრილ გზაზე, კონკრეტულად კი  ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის 92-ე კილომეტრზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო.  რეაბილიტაცია მიმდინარეობს ე.წ საფრის ხიდთანაც.

ორივე მონაკვეთი გეოლოგიურად აქტიური ზონაა. მიწის მასა აქ თებერვალში ჩამოიშალა, ხოლო “საფრის” ხიდთან მეწყრული კერები გასული საუკუნის 90 -იანი წლებიდან თითქმის ყოველ წელს ვითარდება. 

ამავე კატეგორიაში