სხდომა უსკოში

14 ივლისი 2016, 00:00 3613 ნახვა

ახლად არჩეული თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დღეს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პირველი სხდომა ჩატარდა. უსკოს წევრებმა 4 საკითხზე იმსჯელეს. რეგლამენტით გათვალისწინებული ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, დღეს კომისიამ მდივნის არჩევა ვერ შეძლო. წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი, ზურაბ გოლიაძე კი, რომელმაც ყველაზე მეტი - 6 ხმა მიიღო, მოვალეობას მომდევნო სხდომამდე შეასრულებს. კომისიამ დღესვე განიხილა და დაამტკიცა საკითხები საარჩევნო ოლქების საზღვრებთან და წევრებისთვის სახელფასო დანამატის განსაზღვრასთან დაკავშირებით. კომისიის გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ აჭარის უსკო ორ - საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ერთდროულად ატარებს, საარჩევნო პერიოდში წევრები ხელფასის ოდენობის დანამატებს მიიღებენ. 

ამავე კატეგორიაში