რუსთველის გამზირზე 8 პირი დააკავეს

11 ივნისი 2018, 00:00 1791 ნახვა

ხმაური იყო რუსთაველის გამზირზე დღის პირველ ნახევარშიც, მას შემდეგ რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან გადაიტანეს. ამ ფაქტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია აცხადებს რომ კარვების გზაზე განთავსება სცდებოდა კანონის ფარგლებს. თუმცა არაპროპორციულ ჩარევად შეაფასა ომბუდსმენმა უკვე მოგვიანებით ამ კარვების დაშლა.

უფრო ადრე გამთენიისას დააკავეს 6 მოქალაქე პოლიციელებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად დაკავებულებს შორის ერთი ქურდობისთვის ძებნილი, ერთი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით სულ 11 ივნისს 19 პირია დაკავებული, მათ შორის იყო “ნაციონალური მოძრაობის” და თბილისის საკრებულოს წევრიც. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში