შესაძლოა, აქციაზე ხალხს მოვუწოდო, რომ ცოტა ხნით შევისვენოთ - ზაზა სარალიძე

11 ივნისი 2018, 00:00 1798 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ შესაძლოა, აქცია დროებით შეწყვიტოს - ამის შესახებ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ნაწილთან შეხვედრის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო სამართალდამცავ უწყებებთან გარკვეულ საკითხებზე "საქმე აქვს", რისთვისაც ერთი კვირა შეიძლება დასჭირდეს.

„აქციაზე ჩავდივარ, გადავხედავ სიტუაციას და შესაძლებელია, მოვუწოდო ხალხს, რომ ცოტა ხნით შევისვენოთ, რადგან დღეს ძალიან ბევრი გაურკვეველი სიტუაცია მოხდა ძალოვანი სტრუქტურებიდან. ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპეციაში მეც ვარ დაბარებული და მისასვლელი ვარ, ძალიან ბევრი საქმეა დღევანდელი დღიდან გამომდინარე გამოსაძიებელი, თუნდაც ზვიად კუპრავას არასწორი დაკავება, თუნდაც სასადილოს ინციდენტი საქალაქო სასამართლოში და ფაქტიურად, ამ საქმეებზე ვარ სარბენი, რომ მივადევნო ყველაფერს თვალ-ყური და კიდევ რამე არ მოხდეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, აქციები, მაქსიმუმ ერთი კვირით შეწყდება.

„ვითვალისწინებთ იმასაც, რომ რამადანი სრულდება ერთ კვირაში და მთელი პანკისი თბილისში აქციაზე შემოგვიერთდება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამავე კატეგორიაში