საკადრო ცვლილებები არ განგვიხილავს-პარლამენტის უ​მრავლესობის წევრების განცხადებები

12 ივნისი 2018, 00:00 1690 ნახვა

''ქართული ოცნების'' შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები აცხადებენ, რომ მათ დღეს არ განუხილავთ მთავრობის რომელიმე წევრის ან პრემიერ მინისტრის გადადგომის შესახებ საკითხები.

დეპუტატების განცხადებით, სამი საათის განმავლობაში ისინი უნისეფის პროგრამაზე მსჯელობდნენ.

უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში არის უსერიოზულესი პრობლემები სოციალური თვალსაზრისით და მთავრობიდან ელოდებიან სამოქმედო გეგმას ამ პრობლემების გადასაჭრელად. 

"შ​ეხვედრაზე უნისეფის პროგრამაზე ვმსჯელობდით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. კვლევამ გვაჩვენა, რომ ეკონომიკურმა რეფორმებმა გამოიღო შედეგები და ასევე გვაჩვენა, რომ საზოგადოების ნაწილი არის სოციალური პრობლემის წინაშე. ეს გამოწვევები ეხება მოხუცებს, პენსიონერებს, ბავშვებს, რომლებიც ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან მთავრობისგან და ჩვენც ველოდებით ამ ნაბიჯებს" - განაცხადა თალაკვაძემ.

 

ამავე კატეგორიაში