ქედაში საკემპინგე ადგილი მოეწყობა

12 ივნისი 2018, 00:00 2553 ნახვა

საპიკნიკე ადგილებს მოაწყობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქედასა და შუახევში. სრული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ქედაში ახალი ტურისტული სივრცე სოფელ დანდალოს ხიდთან მოეწყობა, შუახევში კი ნენიის ხიდთან. ახალი სივრცეები მაღალმთიან აჭარაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა გაიხსნას. სატენდერო წინადადებების მიღება ივნისის ბოლოს დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში