''საქართველოს ევროპული გზა''

13 ივნისი 2018, 00:00 1356 ნახვა

“საქართველოს ევროპული გზა” –  ბათუმში ხვალ რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის  მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ ევროპის, რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე მონაწილეები ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

კონფერენციას საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. 

ამავე კატეგორიაში