შეიცვლება თუ არა მთავრობა - გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებს

13 ივნისი 2018, 00:00 1731 ნახვა

შეიცვლება თუ არა მთავრობა - გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადებას გააკეთებს. პრიფინგი 18:30 წუთზეა ჩანიშნული.

"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს" - წერია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის სხდომაზე საკადრო ცვლილებებს განიხილავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გადადგებოდა კვირიკაშვილი, შედეგად კი მთავრობა თავიდან დაკომპლექტდებოდა.  ინფორმაცია არ დაადასტურეს  "ქართული ოცნების" დეპუტატებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ შეხვედრაზე, სამი საათის განმავლობაში UNICEF კვლევას განიხილავდნენ. 

პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციით, მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდება. 

პრეზიდენტმა ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული პრემიერობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს, შემდეგ კი  მინისტრთა ახალი კაბინეტი უნდა შეკრიბოს, რომელიც სამთავრობო პროგრამასთან ერთად, დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.

 

ამავე კატეგორიაში