გაერო-ს გენმერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

13 ივნისი 2018, 00:00 1717 ნახვა

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", -. 2017 წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი - ერთით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კი ორით გაიზარდა.

რეზოლუციას 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 16 მოწინააღმდეგეს შორის კი არიან: ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

რეზოლუციით, დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას განამტკიცებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში