''მე ვტოვებ მთავრობის მეთაურის თანამდებობას'' - გიორგი კვირიკაშვილი

13 ივნისი 2018, 00:00 1930 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ მინისტრის თანამდებობა დატოვა.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ მინისტრი. მიმიღია საკუთარი თავის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, მაგრამ მჯერა, რომ ჩემი გადაწყვეტილებები ქვეყნის, ჩემი სამშობლოს მიმართ სიყვარულით ნაკარნახევი იყო. რადგან, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე და ვხედავ მათ განწყობას, მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას. წარმატებას ვუსურვებ მმართველი პარტიის ხელმძღვანელს" - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მანამდე  კი პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ მართველ გუნდს და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ქოონდეს მტავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ისე, როგორც მას სურს. 

როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, გაკეთდა საჯარო განცხადებები, გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, საუბარი იყო ჩემი მეთაურობით გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით,​ ​ბოლო თვეების განმავლობაში იყო პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული პოზიციები, ეს ნორმალურია, რადგან 2012 წლიდან არ მოვრიდებივარ პოლემიკას, ჯერ კიდევ მინისტრობის დროს. ვფიქრობ, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს, როგორიც მას სურს" - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

ამავე კატეგორიაში