გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის დეკემბრიდან ეკავა

13 ივნისი 2018, 00:00 2109 ნახვა

ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ეკონომიკამ აღმავლობა განიცადა, რეფორმებმა გაამართლა, მე სწორი გადაწყვეტილებები მივიღე, ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, ვიღებ შენიშვნებს, მაგრამ ახლა მთავრობა პარტიის თავმჯდომარემ უნდა დააკომპლექტოს – ამ შინაარსის განცხადების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.

უკვე ყოფილ პრემიერს არ უსაუბრია ადამიანის უფლებებზე, არც ბოლო პერიოდის აქციებზე, ისაუბრა ეკონომიკაზე, გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასა და შექმნილ ვითარებაზე. მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს და ბიძინა ივანიშვილს.

არადა, სწორედ ბიძინა ივანიშვილთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს “ქართული ოცნების” წევრებმა, რომ მთავრობიდან არავინ აპირებდა გადადგომას. ახლა არამარტო პრემიერი, არამედ ყველა გადამდგარია.

კონსტიტუციის თანახმად, უფლებამოსილება შეუჩერდა ყველა მინისტრს. ისინი ახლა მოვალეობის შემსრულებლები არიან. როგორც უკვე გითხარით, გიორგი კვირიკაშვილს საგანგებო ბრიფინგზე არ უხსენებია ის აქციები, რომელზეც მის გადადგომას მოითხოვდნენ.

პირველად კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ გამართულ აქციებზე, ახლახან კი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით გამართულ აქციებზე. რა ახსენა და რაზე გაამახვილა ყურადღება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში