საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა

13 ივნისი 2018, 00:00 1867 ნახვა

ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების გააქტიურებას, ხალხის პროტესტს და აქციებს დაუკავშირეს დღეს პროკურატურის სწრაფი რეაგირება მარნეულის ინციდენტზე.

მსგავსი შინაარსის იყო სახალხო დამცველის ფეისბუქ-პოსტიც. ხორავას ქუჩაზე მომხდარი  მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისია შეუდგა დღეს აქტიურად საქმიანობას. სხდომა ჩატარდა ქუთაისში.

კომისიას თავმჯდომარემ დასაკითხ პირთა სია წარუდგინა, მათ შორის არიან მინისტრები, პროკურორები, ადვოკატები, ექსპერტები, მოწმეები, საქმეში ჩართული ყველა მხარე – გამოსაკითხად დაიბარებენ თეა წულუკიანს და გიორგი გახარიას, ასევე ირაკლი შოთაძეს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას.

დასაკითხთა სიაში არიან დაკავებული მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე. რა შენიშვნები ჰქონდათ კომისიის წევრებს და ვის გამოკითხავენ პირველ რიგში საპარლამენტო კომისიის სხდომაზე?

ამავე კატეგორიაში