''არ შეიძლება ვიცოდე ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი და როგორ დააკომლექტებს კაბინეტს'' - თეა წულუკიანი მთავრობაში დარჩენაზე

14 ივნისი 2018, 00:00 1496 ნახვა

დარჩება თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალ მინისტრთა კაბინეტში, ჟურნალისტების კითხვას  წულუკიანმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

‘’მე არ შეიძლება ვიცოდე ვინ იქნება პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, შემდეგ ეს კანდიდატი რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს საკუთარ კაბინეტს ამას აქვს თავისი პროცედურა და ასევე წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს " - თქვა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა, რომლის გადადგომას არასამთავრობო სექტორი აქტიურად ითხოვს. 

‘’ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკაში, მთავრობების ცვლილებები კი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ხდება, ისევე როგორც ჩვენთან მოხდა გუშინ. ჩვენ ყველანი უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ სამთავრობო შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იღებს მმართველი პარტია ანუ პარტია, რომელიც არის უმრავლესობით პარლამენტში.

მე არ შეიძლება ვიცოდე ვინ იქნება პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, შემდეგ ეს კანდიდატი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს საკუთარ კაბინეტს...  ამას აქვს თავისი პროცედურა და ასევე, წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს" - განაცხადა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებებიც შეაფასა.

"კარგი იქნება თუ მშვიდად შევხვდებით ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც იმას, რომ ქვეყანას მართავს ''ქართული ოცნება'' და პრემიერის და მთავრობის ცვლილებით არ იცვლება პოლიტიკური კურსი. არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთ’’ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში