36 წლის პრემიერობის კანდიდატის CV

14 ივნისი 2018, 00:00 2132 ნახვა

რა ვიცით მამუკა ბახტაძის შესახებ? --- 1982 წელს დაბადებული მამუკა ბახტაძის შემოსავალი, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ყველაზე მაღალი მაშინ იყო როდესაც საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობდა – ანუ 2013 წლიდან 2017 წლამდე. იგი ქვეყნის სამთავრობო გუნდში გასულ წელს გამოჩნდა, 2017 წლის ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის პოსტი უჭირავს.

განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო პერიოდში თემით: ჭარბვალიანობა, საბანკო სექტორი და ხალხში არსებული ფინანსური პრობლემები. მიუხედავად ხმამაღალი ინიციატივებისა IRI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 2 კვირის წინ გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 55 პროცენტს მამუკა ბახტაძის სახელი არ სმენია. ცნობისთვის ამ კვლევას “ქართული ოცნება” არ ენდობა. 

ამავე კატეგორიაში