მამუკა ბახტაძის მთავარი გზავნილები

14 ივნისი 2018, 00:00 1942 ნახვა

უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეარჩია. მამუკა ბახტაძე დასამტკიცებლად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს თითქმის იმავე ხალხს, ამჯერად უკვე საპარლამენტო ფორმატში.

“ქართულ ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, შესაბამისად მისი დამტკიცება ფაქტობრივად გარდაუვალია. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გაპრემიერების შესახებ ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა, რაც დღეს საბოლოოდ დადასტურდა.

მამუკა ბახტაძე განსაკუთრებით ბოლო თვეებში გააქტიურდა. მის პრემიერად დანიშვნაზე კი 5 წლის წინაც საუბრობდნენ, მაშინ როდესაც “საქართველოს რკინიგზას” ხელმძღვანელობდა.

ახლა 36 წლის მთავრობის მომავალმა მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებაზე უნდა იფიქროს, ისევ “ქართულ ოცნებასთან” ერთად, რადგან როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ქვეყანაში მთავრობას მმართველი პარტია აყალიბებს.

ახალი ეკონომიკური მოდელი, განათლება, ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი, ქვეყნის ევროინტეგრაციის ბოლომდე მიყვანა – ეს ის ძირითადია ბახტაძის პოლიტიკური ხედვიდან რაც პრემიერობის კანდიდატმა დღეს დაასახელა

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში