კონფერენცია ''საქართველოს ევროპული გზა''

14 ივნისი 2018, 00:00 2032 ნახვა

საქართველოს ევროპული გზა და მორიგი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქვეყანაში 2007 წლიდან იმართება, დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და საქართველოს როლზე.

კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ ქვეყნის პრეზიდენტი და მაღალი რანგის სტუმრები. რეგიონული უსაფრთხოება, ოკუპაცია, ეკონომიკა – ეს და ევროპული დღის წესრიგის სხვა საკითხები ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში