ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

14 ივნისი 2018, 00:00 1671 ნახვა

კონსოლიდირებული მხარდაჭერა და გაერთიანებული კრიტიკა რუსეთის მიმართ – ასე შეფასდა რეზოლუცია რომელიც დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო. რეზოლუცია სახელად “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ”
.
დოკუმენტში აღნიშნულია რომ საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება შეაფასეს საქართველოშიც. ყველა პოლიტიკური მხარე ერთნაირად თანხმდება, რომ დოკუმენტი დიდი მნიშვნელობისაა. 

ამავე კატეგორიაში