ნინო ლომჯარია არასრულწლოვნებისთვის სპეციალურ კამპანიას იწყებს

14 ივნისი 2018, 00:00 1542 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი იწყებს სპეციალურ კამპანიას არასრულწლოვნებისთვის. ნინო ლომჯარიამ განაცხადა რომ მოზარდებს შეეძლებათ ძალადობის შესახებ კონფიდენციალური შეტყობინება გააკეთოთ სათანადო ორგანოში.

ომბუდსმენი ამბობს რომ არასრულწლოვნებს დღესაც შეუძლიათ კონფიდენციალურობის დაცვით სახალხო დამცველის აპარატში ცხელ ხაზზე დარეკონ – 1481. ნინო ლომჯარია ამ განცხადებით ბათუმში მომხდარ მკვლელობას ფეისბუკზე გამოეხმაურა – “ჩვენი შვილები არიან ყოველდღიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი. ოჯახში, ქუჩაში თუ სკოლაში. მშობლებმა ხშირად ეს არ იციან და ჰგონიათ, რომ სანდო ადამიანებს აბარებენ შვილებს... სკოლებში არ არსებობს ბულინგის გამოვლენის და სწორი რეაგირების სისტემა” – აღიშნავს ომბუდსმენი. 

ამავე კატეგორიაში