საერთაშორისო კონფერენცია ''საქართველოს ევროპული გზა'' დასრულდა

15 ივნისი 2018, 00:00 1563 ნახვა

საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა” დასრულდა. ორდღიანი შეხვედრებისა და მოხსენებების ფარგლებში, ქართველმა და მოწვეულმა სტუმრებმა რამდენიმე მიმართულებაზე იმსჯელეს, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო იყო ე.წ. სექტორული ინტეგრაცია, რასაც სამომავლოდ ევროკომისიის პრეზიდენტი და საქართველოს მხრიდან მთავრობის უკვე ახალი მეთაური უხელმძღვანელებენ.

დღევანდელი გამოსვლების ძირითადი თემა იყო სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. როგორც ცნობილია ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება ევროკავშირმა საქართველოს სწორედ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაუწია.

მოხსენებებს შორის იყო საქართველოში არსებული მედია-გარემო და ზოგადად რეგიონის ქვეყნებში რუსეთის მიერ გატარებული პროპაგანდა. რაც შეეხება ვაჭრობას, იმსჯელეს ქართული პროდუქციის ევროსტანდარტთან დაახლოებაზე, ასევე ეკონომიკურ ჭრილში სატრანზიტო დერეფნის როლსა და საბაჟო ტარიფების დაწევის აუცილებლობაზე.

ამ ყველაფრის მიზანი ახალი ნაბიჯების დასახვა და გადადგმა, საბოლოო შედეგი კი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში