პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა

15 ივნისი 2018, 00:00 2167 ნახვა

რით დაიმსახურა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული თანამდებობა? ეს იყო დღე მთავარი კითხვა რასაც ჟურნალისტების უმრავლესობა მმართველი გუნდის წევრებს უსვამდა. ცნობილია უმცირესობის პოზიცია, ოპოზიცია ნეგატიურად აფასებს აღნიშნული ცვლილებებს და ამბობს რომ რეალურად არაფერი შეიცვლება, უმრავლესობა კი აქცენტს პრემიერობის ახალი კანდიდატის თვისებებზე აკეთებს და ამბობს რომ მას შესწევს უნარი მართოს მთავრობა და განახორციელოს ეფექტიანი რეფორმები. უკვე გამოსცა განკარგულება პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წამოაყენა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.

უმრავლესობის მიერ შეთავაზებული კანდიდატის წამოყენებას მას კონსტიტუცია ავალდებულებდა, ზოგადად კი ცნობილია გიორგი მარგველაშვილის პოზიცია, მან გუშინ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა თავად აეღო პასუხისმგებლობა და დაბრუნებულიყო პრემიერის რანგში.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში