მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირაში ჩამოყალიბდება

16 ივნისი 2018, 00:00 1596 ნახვა

მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირაში ჩამოყალიბდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ფორმირება   პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა და ამასთან დაკავშირებით  ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება.

სავარაუდოდ მამუკა ბახტაძის გუნდში აღარ იქნებიან მიხეილ გიორგაძე და მიხეილ ჯანელიძე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე  საქართველოს ელჩი  შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე შეცვლის. სავარაუდოდ ასევე ეკონომიკის მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს. არსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანი თანამდებობას  ინარჩუნებს. 

ამავე კატეგორიაში