რძის გადამამუშავებელი საწარმო დიოკნისში

17 ივნისი 2018, 00:00 2404 ნახვა

რძისა გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა სოფელ დიოკნისში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.    

საწარმო „ცეზარი“ 2015 წელს შვეიცარიის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით აშენდა. იგი ამ დროისათვის აჭარის მაღალმთიანეთში  ერთადერთი საწარმოა, სადაც ძირითადად ყველს, ნადუღსა და კარაქს ამზადებენ.

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხდება. საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში