წინასწარი კენჭისყრა

17 ივნისი 2018, 00:00 1727 ნახვა

დილიდან თურქეთის ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის წინასწარი პროცედურა მიმდინარეობს საქართველოში. პირველი , ვინც ბათუმში, თურქეთის საკონსულოში გახსნილ უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი იყო.

საარჩევნო უბნები ბათუმის გარდა თბილისში თურქეთის  საელჩოშია გახსნილი. გენერალური კონსულის   მაქბულე ქოჩაკის განცხადებით, კენჭისყრა 9:00 საათიდან დაიწყო  და ექსესების გარეშე მიმდინარეობს.

თურქეთის მოქალაქეებს უბანზე მისვლა 21:00 საათამდე შეუძლიათ. თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში