პარლამენტს  მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარედგინა 

18 ივნისი 2018, 00:00 1865 ნახვა

მამუკა ბახტაძის განახლებულ გუნდში ვერ მოხვდნენ  ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. მთავრობის განახლებული შემადგენლობა ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ შეიტანეს. “სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება  - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში, ხოლო 20 ივნისს, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

მთავრობის დამტკიცებას 76 ხმა სჭირდება. მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ  შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია.  კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ.  დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ამ დრომდე მოქმედი მინისტრი.

ამავე კატეგორიაში