მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი მთავრობის ორიენტირი არ იქნება გასული 9 წელი

20 ივნისი 2018, 00:00 1900 ნახვა

მოვისმინეთ ბევრი ბრალდება, რომელსაც ბუნებაში არ ქონია ადგილი, თითქოს აუდიტს არ ჰქონდა რკინიგზაში შემოსვლის უფლება, თითქოს გავაუარესეთ საგადასახადო გადასახადები. 

ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის არ არის 9 წლიანი მმართველობა თემა, რომელზეც მოვახდენთ ორიენტაციას. ჩვენი მიზანია გავიხედოთ წინ, თუმცა როცა ბრალდებებს გვიყენებენ უსაფუძვლოს, იძულებულები ვართ გიპასუხოთ რა ხდებოდა წარსულში, იმ 9 წლის განმავლობაში და უნდა მიიღოთ ეს" - ასე მიმართა პარლამენტის წევრებს საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის პროგრამაზე დაიწყებდა საუბარს. 

ბახტაძემ მოუწოდა დეპუტატებს, რომ დისკუსია იყოს საქმიანი და სამოქმედო პროგრამაზე ორიენტირებული.  

"კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენი პროგრამა მომავალზე, კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული და გთხოვთ ამაზე გავმართოთ არგუმენტირებული დისკუსია" - განაცხადა ბახტაძემ. 

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ამ წუთებში პარლამენტში მთავრობას წარადგენს და მის სამოქმედო გეგმაზე საუბრობს

ამავე კატეგორიაში