მამუკა ბახტაძე - ''დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები, ეს არის მიუღებელი''

20 ივნისი 2018, 00:00 3141 ნახვა

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი სთავაზობს დეპუტატებს, ადგილობრივ მეწარმეები გაათავისუფლონ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან იმისთვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ შესძლოს იმპორტირტირებულ პროდუქციასთან კონკურენცია. მაგალითად კი მამუკა ბახტაძემ ფარმაცეპტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია მოიყვანა. 

"ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის დაწესდება დამატებითი შეღავათები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან წესებზე, ის მაგალითი, რომელსაც მე მოგიყვანთ, ამისი ყველაზე ნათელი გამოვლინებაა. ეს შეეხება ფარმაციას სფეროს, ჩვენ მივიღეთ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც სამწუხაროდ, საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანად გახადა. მაგალითად, დღეს ფარმაციის იმპორტიორები იხდიან ნაკლებ გადასახადს,  ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. ეს არის მიუღებელი და ეს შეეხება ისეთ სენსიტიურ სფეროს, როგორიცაა ფარმაცია და წამლები. თუ ნახავთ ბოლო კვლევას, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლები მიდის წამლების შესყიდვაზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოთავაზება იქნება გავათავისუფლოთ წარმოება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და ამით ექნებათ თანაბარი პირობები, შევიდნენ კონკურენციაში იმპორტირებულ საქონელთან, შექმნან სამუშაო ადგილები" - განაცხადა ბახტაძემ. 

ამავე კატეგორიაში