''გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მართლმსაჯულებისადმი მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ნდობა გაიზარდოს'' - მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2018, 00:00 1774 ნახვა

''ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძლიერი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასამართლოსადმი ნდობას. შესაბამისად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაიზარდოს თითეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ნდობა ქართული მართლმსაჯულებისადმი'' - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად, შეიქმნა და დაიხვეწა ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. 

''კანონმდებლობაში დადგენილი ცვლილებეით შესაძლებელი გახდება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან ​ვადამე გათავისუფლება, პენიტენციალურ დაწესებულებაში ნამუშევარი დღეების პროპორციულად. სახელმწიფოს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა დასაქმებისთვის, კერძო ბიზნესი შექმნის სამუშაო ადგილები პენიტენციალურ სისტემაში, რის შემდეგაც ჩვენ მათთვის გვექნება დამატებითი საშემოსავლო შეღავათები''. 

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.

ამავე კატეგორიაში