თხილვანას თემში ოთხი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

20 ივნისი 2018, 00:00 2891 ნახვა

ხულოში, თხილვანას თემში, ადიდებულმა მდინარემ, ოთხი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტა. დღის პირველ ნახევარში, ძლიერი წვიმის შემდეგ  წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა. 

მდინარის ადიდებამ მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერები გაააქტიურა და სოფელ თხილვანაში, ზედა თხილვანაში, ბაკიბაკოსა და  მთის უბანში მისასვლელი გზა ჩახერგა. 

''დღეს წვიმის დროს მდინარე ადიდდა და სოფლის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, ცენტრალური გზა მთლიანად ჩაიხერგა. ოთხ სოფელში გადაადგილება ამ დროისთვის გართულებულია, თუმცა სოფლებს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ვიცით ტექნიკა წამოსულია გზის გასაწმენდად. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. ამ ტერიტორიაზე მეწყერი ადრეც იყო'' - ამბობს სულიკო ცეცხლაძე, რომელიც სოფელ თხილვანას მკვიდრია. 

განახლებული:

 

ამავე კატეგორიაში