პრეზიდენტი ესტონეთში გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა 

22 ივნისი 2018, 00:00 1280 ნახვა

ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება  გიორგი მარგველაშვილმა ტალინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელიც ესტონელ და ქართველ ხალხს აკავშირებს. საზეიმო მიღებას ესტონეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური მისიების, საქმიანი წრეების და ასევე ესტონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ამავე კატეგორიაში