კონსულტაციები პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობას შორის

23 ივნისი 2018, 00:00 1281 ნახვა

დღეს პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით ეს დასკვნითი შეხვედრა იქნება, რომლის შემდეგაც საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდება. მისივე  თქმით, სავარაუდოდ, სამინისტროების რაოდენობა 11-მდე შემცირდება, რის შესახებაც სწორედ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ისაუბრებენ.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები  განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.
 

15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება - განახლებული

ამავე კატეგორიაში