ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთში

23 ივნისი 2018, 00:00 1625 ნახვა

ქობულეთში  ე.წ. ემტეესის დასახლებაში  ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს სანიაღვრე არხები და ბორდიურები,გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება ტროტუარები კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ქუჩებში ასევე გათვალისწინებულია სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა.

პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 154 ლარზე მეტი დაიხარჯება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში