კონსულტაციების მორიგი რაუნდი მცირე მთავრობის ფორმირებისთვის

23 ივნისი 2018, 00:00 1628 ნახვა

მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებები ივლისში განხორციელდება, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ახალი სახეების გამოჩენაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს.

საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრს შორის გაფართოებული შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დაიწყება. მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები  განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის შემადგენლობის შედგენა მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, არსებული პროცედურით მამუკა ბახტაძემ უნდა შესთავაზოს თავისი კაბინეტის შემადგენლობა და კანდიდატები იმ პარტიას, რომელსაც უმრავლესობა აქვს პარლამენტში.

ამავე კატეგორიაში