სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდა

24 ივნისი 2018, 00:00 1376 ნახვა

სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრა. მმართველი გუნდის წევრები შეთანხმდნენ, რომ საბოლოოდ 11 სამინისტრო იქნება. გუნდში კონსულტაციები აღარ გაგრძელდება და მომზადებულ ვერსიას უახლოეს პერიოდში მამუკა ბახტაძე წარადგენს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტუალურია მედიაში. მათი თქმით მინისტრობის კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა და მსჯელობა სტრუქტურული ცვლილებების შესახებ წარიმართა.

ამავე კატეგორიაში