პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ციხიდან მიმართა

24 ივნისი 2018, 00:00 1438 ნახვა

თურქეთში დემოკრატია გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს, თუ პრო - ქურთული პარტია პარლამენტში მოსახვედრად ვერ შეძლებს  10 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვას. განცხადება  პატიმრობაში მყოფმა პრო - ქურთული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა გააკეთა.  2016 წლის შემდეგ პატიმრობაში მყოფი ტერორიზმში ბრალდებული სელაჰატინ დემირტაში პროქურთული ხალხთა დემოკრატიის პარტიის  ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ცდილობს პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად 10 პროცენტიანი ბარიერი გადალახოს.  დემირტაშმა  ამომრჩევლებს ედირნის პროვინციაში მდებარე  მკაცრი რეჟიმის  ციხიდან მიმართა.

10 წუთიანი გამოსვლა სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, რომლის უფლებაც პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს აქვს. მაშინ როცა დემირტაშს ციხიდან პოლიტიკური პარტიის მმართვის ოფიციალური უფლება არ აქვს,  საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისათვის  სამართლებრივი დაბრკოლებები არ არსებობს. ბოლო რამდენიმე გამოკითხვის მონაცემებით,  თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ შესაძლოა დაკარგოს საპარლამენტო უმრავლესობა, რაც  პრეზიდენტის გაფართოებული უფლებამოსილების  აღსრულებას შეასუსტებს. გამოკითხვების თანახმად,  ქვეყნის მასშტაბით პროქურთულ პარტიას  ამომრჩეველთა 10 პროცენტამდე მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.

ამავე კატეგორიაში