ტენდერი დაბის კეთილმოსაწყობად

24 ივნისი 2018, 00:00 1660 ნახვა

100  ათასი ლარის ოდენობის ტენდერი გამოაცხადა ქედის მერიამ დაბის კეთილმოსაწყობად. პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე  სანიაღვრე არხები და საყრდენი კედელი განთავსდება.

ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე კი კორპუსის ეზოს მიმდებარე ტერიტორია მოეწყობა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ოთხი მიმართულებით კიბეებს რეაბილიტაცია უტარდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში