ამ მომენტისთვის დათვლილია არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%, საიდანაც ერდოღანმა 58% მოიპოვა

24 ივნისი 2018, 00:00 1449 ნახვა

ამ დროისთვის დათვლილი ხმების რაოდენობის მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო როიტერი.

ამ მომენტისთვის დათვლილია არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30%, საიდანაც ერდოღანმა 58% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ - 27,5 %.  რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ამომრჩეველთა ხმების 10,25 %-ის დათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ 53 % -იანი მხარდაჭერა ერდოღანის პარტიამ მიიღო, თუმცა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შედეგები მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს, რადგან ხმების ნახევარზე მეტი კვლავ დასათვლელია.

ამავე კატეგორიაში