საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში

24 ივნისი 2018, 00:00 1799 ნახვა

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის,  6 საპრეზიდენტო კანდიდატი მათ შორის ერთი ქალი და რვა პარტია იბრძვის - სწორედ მათ შორის უწევდათ დღეს, არჩევანის გაკეთება თურქეთის მოქალაქეებს.

ხმის მიცემის უფლებით ქვეყანაში 60 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს. ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მეჯლისი 550-ის ნაცვლად 600 წევრით დაკომპლექტდება. ქვეყანას 2003 წლიდან რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მართავს, 2014 წლამდე მას პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ერდოღანმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება  18 აპრილს გაახმოვანა.

ამავე კატეგორიაში