ახალი  არასამთავრობო  ორგანიზაცია  მაღალმთიანეთში

26 ივნისი 2018, 00:00 1848 ნახვა

“სოფლის განვითარების  და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა  ხულოს მუნციპალიტეტში„ -პროექტის ფარგლებში, ხულოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი”  შეიქმნა. კოორდინატორის ინფორმაციით, მისი მიზანია სოფლად ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროს, არასასოფლო სამეურნეო  საქმიანობების, ასევე სოციალური და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.  

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები უკვე ჰქონდათ ლაგოდეხის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან და ხორვატიაში. ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, ტრენინგებს და სამუშაო შეხვედრებს პარტნიორი ორგანიზაცია ხორვატიის განვითარების ქსელი უტარებს. ხულოში არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ემპარდ 2-ი პროექტის ფარგლებში  შეიქმნა. 

ამავე კატეგორიაში