ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა სამ სამინისტროს დაევალა

26 ივნისი 2018, 00:00 1415 ნახვა

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაამტკიცა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.  

მინისტრის თქმით, სია არ არის დახურული, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და ახალი ბრალდებულების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა სია გაფართოვდეს. ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, სია პარლამენტს გადაეგზავნება, დამტკიცდება და ამის შემდეგ გახდება საჯარო.

ამავე კატეგორიაში