სამინისტროების გაერთიანება - შეფასებები

26 ივნისი 2018, 00:00 1982 ნახვა

სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დოკუმენტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაარეგისტრირა საქართველოს პარლამენტში. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო სავარაუდოდ კვირის ბოლომდე განიხილავს ცვლილებებს, რისი დამტკიცების შემდეგაც ახალი პრემიერი მინისტრთა ახალ კაბინეტს, უკვე შემცირებული მთავრობის სახით ხელახლა წარუდგენს პარლამენტს.

სწორედ ახალ სახეებზე იქნება დამოკიდებული “პატრიოტთა ალიანსის” გადაწყვეტილება, დაუჭირონ თუ არა მხარი ქვეყნის მთავრობის ახალ შემადგენლობას. უკვე ცნობილია, რომ მხარდაჭერას არ აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო.”

ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ “ქართულ ოცნებაში.” გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებას – ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ცუდ შედეგს მოიტანს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში