სამთავრობო ცვლილებებზე პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს

27 ივნისი 2018, 00:00 1875 ნახვა

ოთხით  ნაკლები სამინისტრო  და სახელმწიფო მინისტრი აპარატი- მცირე მთავრობის კონცეფცია ცნობილია, თუმცა დღემდე უცნობია რომელი მინისტრი შეინარჩუნებს თანამდებობას და ვინ აღმოჩნდება ახალი პრემიერ-მინისტრის გუნდში. გუშინ განცხადება მამუკა ბახტაძემ მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებზე გააკეთა და ღიად დატოვა შეკითხვები  საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მინისტრი რომელიც შესაძლოა ახალ გუნდში აღარ ვიხილოთ-სოზარ სუბარია.

სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. პროცედურულად ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობით პრემიერ-მინისტრი ისევ პარლამენტში უნდა წარსდგეს.

განახლებული:

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში