''ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე როგორც ჩანს დაკავებები გაგრძელდება'' -გიორგი გახარია ''

27 ივნისი 2018, 00:00 1606 ნახვა

''ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოყოფილი საქმის ფარგლებში რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება'' – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარიამ ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში შექმნილია საპარლამენტო კომისია. საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან დაიწყო და გრძელდება. მე იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ. ამ ეტაპზე, არანაირი შედეგი არ დაუდია კომისიას, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. ეს თემა დავხუროთ ახლა. გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო'' - ამბობს მინისტრი.

გიორგი გახარია საქმის ფარგლებში, მოვლენების განვითარების არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავს. 

ამავე კატეგორიაში