„სარფის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან კლდის ჩამოშლის გამო გადაადგილება შეიზღუდა - შსს

27 ივნისი 2018, 00:00 4053 ნახვა

„სარფის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის მხარეს, მეწყერის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც დაკეტილია სარფი-ტრაპზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ქვეითთა გადაადგილება. თურქეთის მხარეს გზის სავალი ნაწილის გაწმენდის და მოძრაობის აღდგენისთანავე სახელმწიფო საზღვარზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, – წერია განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა თურქეთის ჟანდარმერიის 2 თანამშრომელი. 

შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. ავტომობილებს არცერთი მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

 

ამავე კატეგორიაში