ახალი მთავრობის მოლოდინი პარლამენტში

27 ივნისი 2018, 00:00 1553 ნახვა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე პარლამენტი ბიუროს ფორმატში ხვალიდან დაიწყებს მსჯელობას, ცვლილება უნდა შევიდეს 80-მდე კანონში. ხვალიდან გადანაწილდება საკითხები კომიტეტებში.

როგორც იცით პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია სამინისტროების შემცირების შესახებ, თუმცა კვლავ უცნობი რჩება მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა. მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი ეკონომიკური გუნდის დაკომპლექტებას ეხება. ასევე უცნობია ვინ ჩაიბარებს ორ ყველაზე დიდ უწყებას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში